ჯანდაცვა

ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრი - მრავალპროფილური კლინიკა

მომსახურეობა: სტაციონარული და ამბულატორიული

საწოლების რაოდენობა: 38

ორი საოპერაციო ბლოკი;

  • გინეკოლოგიური განყოფილება;
  • ქირურგიული განყოფილება;
  • თერაპიული განყოფილება;
  • რეანიმაციული განყოფილება;
  • ინტენსიური განყოფილება.

მისამართი: ბორჯომი, სააკაძის ქ. 3

ელ-ფოსტა: INFO@GH.GE

  

ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი", ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობას; მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3 -1 და 3- 2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღებას, შენახვასა და განაწილების უზრუნველყოფას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
  • პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისათვის;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას.ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური მუშაობის უზრუნველყოფას, მათ შორის სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევას ვერბალური აუტოფსიის მეთოდით;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას, განხორციელებას (სკრინინგი), მოსახლეობის ინფორმირებულობის, მობილიზაციის, კვლევებში და მკურნალობაში შემდგომი ჩართვის ხელშეწყობას;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე ვაქცინების, შრატების, ასაცრელი მასალის, ტესტ-სისტემების ლოჯისტიკას.
  • „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

      ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი "მონაწილეობს „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტის - „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება“ განხორციელებაში, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ შემთხვევით შერჩეულ სხვადასხვა ობიექტებში თამბაქოს კანონმდებლობის მონიტორინგი.

    ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიკვდილის დაუდგენელი მიზეზებით გარდაცვალების შემთხვევების ვერბალურ აუტოფსიას.

    ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე ახორციელებს C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების მოძიებას და შედგომ კონფირმაციულ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვას.

    2020 წლიდან, ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" ახორციელებს მრავალ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული ეპიდაფეთქების მართვასთან. ყველა ამ ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოსული მთავრობის დადგენილებები, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებები, დკსჯეც მეთოდური რეკომენდაციები, პროტოკოლები, გაიდლაინები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები. ცენტრი იკვლევს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, ატარებს ეპიდკვლევებს, ფოკუს-ჯგუფების ტესტირებებს, ასევე აწარმოებს საზღვრის კვეთის შემთხვევისას თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგს.

    2020 წლის იანვრიდან, ცენტრი ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებების, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ინფორმირებას და იმ ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტების მიწოდებას, რომელიც ეხება კოვიდინფექციის შემთხვევების მართვას, ადექვატურ რეაგირებას, აღკვეთას, აღნიშნულ თემატიკაზე ატარებს ტრენინგებს. სისტემატურად ხდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმირება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაციის შესახებ.

ააიპ "ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"-ს დირექტორია - მანანა რატიანი.

კონტაქტი: mananaratiani56@gmail.com