სოფლის მეურნეობა

მიწათმოქმედება


ბორჯომის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან სახნავი ფართი შეადგენს 4066 ჰა–ს, მრავალწლიან ნარგავებს უკავია 180 ჰა, სათიბებს – 7563 ჰა, ხოლო საძოვრებს – 30728 ჰა.
მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა მებოსტნეობას და მეხილეობას მისდევს.
მუნიციპალიტეტში იწარმოება კარტოფილის ისეთი ადაპტირებული და სპეციფიკური ჯიშები, როგორიცაა: „მარაბელი“, კოლეტე“, „მარფონა“, „აგრია“ და სხვა. ეს ჯიშები ძირითადად ფერმერთა ასოციაცია „ჯავახეთის“ მიერ არის შემოტანილი. კარტოფილის საშუალო პროდუქტიულობა 1 ჰა–ზე დაახლოებით 18 ტონას შეადგენს.
სულ ბორჯომის მუნიციპალიტეტში წელიწადში დაახლოებით 9000 ტონა კარტოფილი, 1000 ტონა ხორბალი და 500 ტონა სიმინდი მოჰყავთ.
ბოსტნეულიდან მოჰყავთ:კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, წიწაკა, მწვანე პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა (კვახი) – სულ წელიწადში 4500 ტონამდე.


მეცხოველეობა


მუნიციპალიტეტში 5.000–ზე მეტი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 10.000-მდე ცხვარი და 1.500–მდე ღორია. რძისა და ყველის წარმოება ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. თითოეული ძროხის მიერ წარმოებული რძის საშუალო რაოდენობა წელიწადში 1500 ლიტრს შეადგენს. ასევე, წელიწადში დაახლოებით 400 ტონა ხორცი იწარმოება.


თევზჭერა


ბორჯომის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი ტბებით და წყალსატევებით, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის თევზის მოშენება და რეწვა.
მუნიციპალიტეტში 20–მდე ინდივიდუალური მეწარმე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა, რომელიც თევზის რეწვას აწარმოებს.მეფუტკრეობ
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ–ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მეფუტკრეობა წარმოადგენს. მუნიციპალიტეტში 2.500-ზე მეტი სკაა. აღრიცხულია 40–ზე მეტი პროფესიონალი და 100–მდე დამწყები მეფუტკრე.