დამეგობრებული ქალაქები

ბორჯომი და უკრაინის ქალაქი პოლტავა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2011 წლის 10 მაისიდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში, ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პროექტების განხორციელება.

ერთ-ერთ გამოჩეულ ინიციატივას  გაცვილითი პროგრამა წარმოადგენს. 15-მდე ახალგაზრდა ყოველწლიურად ბორჯომიდან პოლტავაში მიემგზავრება და თანატოლების ოჯახებში ცხოვრობს. წლის მეორე ნახევარში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უკრაინელ ახალგაზრდებს უკვე ბორჯომში მასპინძლობს. პროექტის მიზანი, წარმატებული ახალგაზრდებისათვის მოტივაციის ამაღლება, უცხოელ თანატოლებთან დამეგობრება და მათი კულტურისა და გამოცდილების გაზიარებაა.

poltava-central-square

 

ბორჯომისა და ლატვიის ქალაქ მადონას დამეგობრება  კი  2013 წლის 25 აგვისტოს მოხდა. ამ წლების განმავლობაში კულტურის სფეროში ქალაქებს შორის რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა. 

 

 92356959_2972713352789692_1613490716275638272_o

 

ბორჯომს კიდევ ერთი დამეგობრებული ქალაქი 2015 წელს შეემატა. ბორჯომსა და პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვოს წარმომადგენლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი  12 ივნისს გაფორმდა. 

  Urząd_Miasta_Legionowo