ტურიზმი

ვირტუალური ტური ბორჯომის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, მასალის სანახავად გადადით ლინკზე  :  ვირტუალური ტური

                                             
https://s3.envato.com/files/315654059/2016_10_25_8734-Edit.jpg

 

ბორჯომი – საკურორტო ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქის სტატუსი 1921 წელს მიენიჭა. ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. იგი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 9,9 ათასი ადამიანი (2002 წლის აღწერით).
ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპორტო პროდუქციაა. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, ახალდაბა და ტაბაწყური. ასევე, ბორჯომის მიმდებარედ მრავალი ისტორიულ–კულტურული ძეგლია: XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები – პეტრეს ციხე და გოგიას ციხე და სხვა.

ბაკურიანი

 

დაბა ბაკურიანი – ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე.წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო ტემპერატურა 4,3 ° C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეა. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი 37 კმ-იანი სარკინიგზო განშტოების ბოლო პუნქტს. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,0 ათასი ადამიანი. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენტი, სასუნთქი ორგანოების ქრონიკული ტუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები.

 

წაღვერი


დაბა წაღვერი - სამთო-კლიმატური კურორტია, მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა. დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 1.1 ათასი ადამიანი (2002 წლის აღწერით).დაბა ახალდაბა – დაბალმთიანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს მტკვრის ორივე მხარეს, მდინარე ნეძვისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 760 მ, ბორჯომიდან 18 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს. მოსახლეობა 2.4 ათასი ადამიანი (2002 წლის აღწერით).


ცემი


სოფელი ცემი – კლიმატური კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის საკრებულო), მდებარეობს მდინარე ბაკურიანისწყლის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ბორჯომიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 307 ადამიანი. იცის ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთარი. ნალექების რაოდენობაა 550 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია ჰავა. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი.

 

 
სოფელი ციხისჯვარი – კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის (ბორჯომულას ერთ-ერთი შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1640 მეტრი, ბორჯომიდან 41 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 644 ადამიანი.