კულტურა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება 

კულტურის განყოფილების საკურატორო  სფეროებია: სკოლამდელი განათლება, სპორტი, კულტურა და სახელოვნებო წრეები, მუსიკალური და საბიბლიოთეკო მიმართულებები.

2019-2020 წლებში შეიქმნა და დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც პროექტ „ENPARD-3“ - ის დაფინანსებით,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და კულტურის განყოფილების აქტიური ჩართულობით შეიქმნა,  დოკუმენტში დასახულია გრძელვადიანი ხედვა ტურიზმის სექტორის განვითარების და ამ ხედვასთან დაკავშირებული რაოდენობრივი მიზნები. იდენტიფიცირებულ იქნა სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და გრძელვადიანი მიზნების მიღწევისთვის საჭირო პროგრამები.    

2021 წელს შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, ახალგაზრდული სააგენტოს ჩართულობით და მხარდაჭერით, რომელიც დამტკიცდა საკრებულოზე. დოკუმენტი მორგებულია ახალგაზრდულ საჭიროებებზე, აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებებით დაგეგმილიაქტივობები მორგებული იქნება ახალგაზრდობაზე.  

გარდა ამისა, მერიის კულტურის განყოფილება ორგანიზებას უწევს მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორებიცაა სახალხო დღესასწაულები: ,,ბორჯომობა“ (აგვისტოს პირველი ნახევარი), ,,ფუძეობა“ (ივლისის პირველი ნახევარი), ,,ბაკურიანობა“(იანვრის მეორე ნახევარი), ,,გიორგი ათონელის ხსენების დღე“ (10 ივლისი), ,,მზე სოფელში ანათებს“ (ივლისის და აგვისტოს თვეები), გასართობი კონცერტები და  საბავშვო, შემეცნებითი აქტივობები: ,,ახალი წელი“, ,,ზაფხულის საღამოები“, ,,ტურისტული სეზონის გახსნა“, ,,ეტალონი“. კლასიკური მუსიკის კონკურსები და ფესტივალები: ,,თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი“, ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის კონკურსი-ფესტივალი ,,ჰარმონია“.

ახალგაზრდული მიმართულებებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები: მეგობრული ბანაკი უკრაინის ქალაქ პოლტავაში და საერთაშორისო ბანაკი საფრანგეთში, ლატვიაში და გერმანიაში.  ახალგაზრდების წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით განყოფილებას შემუშავებული აქვს პროგრამა: ,,კულტურის, ხელოვნების, ერუდიციის, განათლების და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მაღალი მოსწრების სტუდენტების (ბაკალავრი) წახალისება“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების, ასევე მაღალი მოსწრების სტუდენტების ერთჯერად ფულად ჯილდოს. ასევე აქტიურად მოქმედებს პროგრამა: ,,ახალგაზრდების წახალისება, ინიციატივების ხელშეწყობა და განვითარება“.

 

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი

  • სახალხო ანსამბლი „ბორჯომი“ - ხელმძღვანელი რობერტ ნადირაძე;
  • მგალობელ - მომღერალთა გუნდი „მზეშინა“ - ხელმძღვანელი ლელა მუხურაძე;
  • გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „ნენანა“ - ხელმძღვანელი ნანა ანდღულაძე;
  • ქორეოგრაფიული სტუდია (4-წლიანი) -ხელმძღვანელი თეა გაბელაია;
  • ქორეოგრაფიული სტუდია (4-წლიანი) - ხელმძღვანელი ნინო მდივნიშვილი;
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“ - ხელმძღვანელი თეა გაბელაია;
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფერხისი“ - ხელმძღვანელი ნინო მდივნიშვილი;
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „გაზაფხული“ - ხელმძღვანელი მარინა ხაჩიძე;
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილეო“ - ხელმძღვანელი თეონა ჯალაღანია;
  • თანამედროვე - სპორტული ცეკვების ჯგუფი „სილუეტი“ - ხელმძღვანელი გიორგი ხიდირბეგიშვილი;
  • ვოკალური სტუდია „ნიბლია“ - ხელმძღვანელი რობერტ ნადირაძე;
  • სახალხო თეატრი - ხელმძღვანელი ლუკა ინწკირველი;
  • ფანდურის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი მედეა ხუჯაძე;
  • გიტარის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ნიკოლოზ ედილაშვილი;
  • ჭადრაკის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი უშანგი ჯანგირაშვილი.

 

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი

  • ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ომარ სხულანძე;

  • ხეზე კვეთის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი თანგული ორთოიძე;

  •  ძერწვის და ხატვის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი პეტრე დიასამიძე;

  • ფერწერის, გრაფიკის და ხაზვის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი შორენა გოგოლაძე;

  • გობელენზე ქსოვის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ლია კიკაჩეიშვილი;

  • ნაციონალური თოჯინების დამზადების და ქსოვის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ლია აბაშიძე;

  • საბავშვო თეატრალური სტუდია - ხელმძღვანელი ავთანდილ პაპიძე;

  •  მხატვრული კითხვა და ლიტერატურული თეატრი - ხელმძღვანელი ციური გელაშვილი;

  • ფანდურის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი თამარ კუჭაძე;

  •  ვოკალური სტუდია - ხელმძღვანელი თამარ კუჭაძე;

  • სამეჯლისო - სპორტული ცეკვების სტუდია - ხელმძღვანელი ანა ცინცაძე;

  •  ქორეოგრაფიული სტუდია - ხელმძღვანელი ნინო მდივნიშვილი.

 

წაღვერის კულტურის სახლი

  • ანსამბლი „თილისმა“ - ლოტბარი ინგა ვეფხვაძე;
  •  ფოლკლორული ანსამბლი „კანდელი“ - ხელმძღვანელი მარინე გეგეშიძე;
  • ბავშვთა ვოკალური წრე - ხელმძღვანელი ინგა ვეფხვაძე;
  • თეატრი - სტუდია - ხელმძღვანელი გიორგი ლომიძე;
  • ქარგვის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ნატალია გეგეშიძე;
  • ბავშვთა საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი მაია გაგნიძე;
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამეფო“ - ხელმძღვანელი როინ ანთია.

 

კლუბები

  • ახალდაბა - ქორეოგრაფიული სტუდია - ხელმძღვანელი თეონა ჯალაღანია;
  • კორტანეთი - დრამატული წრე - ხელმძღვანელი ნუგზარ ჩადუნელი;
  • ჭობისხევი - გიტარის შემსწავლელი წრე -ხელმძღვანელი ირინე კურტანიძე;
  • ქვაბისხევი - თეატრალურ - დრამატული წრე - ხელმძღვანელი ალა მაისურაძე;

 

  • დვირი - ფანდურის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი ლამზირა ლომსაძე;
  • ჭადრაკის შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი უშანგი ჯანგირაშვილი;
  • ქორეოგრაფიული სტუდია - ხელმძღვანელი თეონა ჯალაღანია;~

 

  • ტაძრისი - საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე - ხელმძღვანელი კახაბერ კავსაძე;
  • ხალხური საკრავების წრე - ხელმძღვანელი ნათია ღვინიაშვილი;
  • ქორეოგრაფიული სტუდია - ხელმძღვანელი თეონა ჯალაღანია.