სპორტი

2021 წელს, ბაკურიანმა სკი-კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა. 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება.

სქი ქროსი

სქი-ქროსისა და სნოუბორდ-ქროსის ეტაპების მიმდინარეობისას, ბაკურიანი 6 დღის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.ზამთრის კურორტმა უცხოელი სპორტსმენების დიდი სიყვარული დაიმსახურა და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ქართული სათხილამურო სპორტისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

სნოუბორდ ქროსი

სქი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპმა სტარტი 26 თებერვალს აიღო, 27 თებერვალს ფინალი გაიმართა. 28 თებერვალს კი ბაკურიანმა შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლა.

სკი ქროსი
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქალები:
1. ადგილი - ფანი სმიტი (შვეიცარია)
2. ადგილი - სანდრა ნესლუნდი (შვედეთი)
3. ადგილი - მარიელ ბერგერი (საფრანგეთი)
მამაკაცები:
1. ადგილი - ფლირიან ვილსმანი (გერმანია)
2. ადგილი - დეივიდ მობერგი (შვედეთი)
3. ადგილი - ჯარედ შმიდტი (კანადა)
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3uy0Urb

გამარჯვებულები

რაც შეეხება შერეული გუნდების პრემიერას სქი-კროსში:
ფანი სმიტი & ჯონას ლენჰერი (შვეიცარია)
კორტნი ჰოფოსი & კრის ბოსკო (კანადა)
სანდრა ნასლუნდი & დევიდ მობერგი (შვედეთი)

სნოუბორდ ქროსი
სნოუბორდ ქროსის ფინალურ ეტაპზე 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებული სპორტსმენები.

გამარჯვებულები
ქალები:
Charlotte Bankes - დიდი ბრიტანეთი
Chloe Trespeuch - საფრანგეთი
Faye Gulini - აშშ
Eva Samkova - ჩეხეთი
Manon petit Lenoir - საფრანგეთი
Lindsey Jacobellis - აშშ
Julie de S. Pereira- საფრანგეთი
კაცები:
Omar Visintin - იტალია
Kalle Koblet - შვეიცარია
Alessandro Haemmerle - ავსტრია
Lorenzo Sommariva - იტალია
Nick Baumgartner - აშშ
Glenn de Blois - ნიდერლანდები
Kevin Hill - კანადა
Adam Dickson- ავსტრალია


2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

ასპარეზობა
ღონისძიების ფარგლებში საქართველომ 200-მდე სპორტსმენს, Ski cross-ის დირექტორს - კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ფოტო

ბაკურიანში საკურორტო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მშენებლობა რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა.სამუშაოები არ შეჩერებულა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც. სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები

ფოტო კობა წაქაძე - "მფრინავი ტორპედო"

ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი. საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972).  საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი  (1968, 1970, 1972).  საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი  (1961). ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე - კორტინა დ'ამპეცო (იტალია; 1956) - XXX ადგილი (70-მეტრიან ტრამპლინზე); სკვო-ველი (აშშ; 1960) - IX (70მ); ინსბრუკი (ავსტრია; 1964) - XXVII (90მ); საპორო (იაპონია; 1972) - IX (70მ), XXXV (90მ). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

 

კარიერის მანძილზე მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა, ათობით ქვეყანა მოიარა, უცხოეთში ერთ-ერთ ასეთ ასპარეზობაზე კი მისი ნახტომი სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ჯონ აპდაიკმა იხილა და შთაგონებულმა ლექსიც მიუძღვნა: Tsokadze O Altitudo - „წაქაძე ან სიმაღლე", რომელიც ასე მთავრდება: Ah, c'est beau, when Tsokadze skies! - ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!
1960 წელს, სკვო-ველის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმზის" ჟურნალისტი თორლიფ შელდრაპი წერდა: „წაქაძემ თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომის ახალი სტილი მოიგონა, ალბათ თავისდაუნებურად. ჰაერში ის საერთოდ არ იხრება წელში. მისი სხეული გამართული და მოშვებულია. ის ისე იხრება წინ, რომ მისი სახე თითქმის თხილამურების წვერებს ეხება, ხელები სხეულის გასწვრივ უწყვია, თავი მაღლა აქვს აწეული. თხილამურის სამაგრები ისე აქვს მოჭერილი, რომ მხოლოდ ფეხის წვერებით ეხება თხილამურების ზედაპირს. ის ძალიან შორს ხტება და მისი ფრენა საოცრად ლამაზია"!
ის ტრამპლინიდან ხტომის მშვენებაა და მშობლიურ ბაკურიანში კობა წაქაძის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს.

ვრცლად,იხილეთ ლინკზე: მფრინავი ტორპედო

 

რევაზ ლაშხი

revaz laShxi

ბიოგრაფია:
დაიბადა 1988 წლის 26 მაისს ბორჯომში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (54, 55, 60, 66კგ)

ტიტულები:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 2012 (60კგ; ლონდონი)
ევროპის ჩემპიონი - 2011 (60კგ; დორტმუნდი, გერმანია)
მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 2010 (60კგ)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 2012 (60კგ; გერმანიის გრან პრი), 2014 (66კგ; ოქროს გრან პრი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 2013 (66კგ; ოქროს გრან პრი), 2014 (66კგ; ოქროს გრან პრი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2008 (60კგ; ოქროს გრან პრი), 2009 (60კგ; ოქროს გრან პრი), 2010 (60კგ; ოქროს გრან პრი), 2011 (60კგ; ესპანეთის გრან პრი), 2011 (60კგ; ოლეგ კარავაევის მემორიალი), 2015 (66კგ; FILA-ს გრან პრი), 2016 (66კგ; ვები ემრეს და ჰამიტ ყაფლანის მემორიალი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები) - 2005 (55კგ)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2004 (54კგ)

 

ბორჯომის მერიის ა(ა)იპ "ბორჯომის სასპორტოს სკოლა" მოიცავს 20-მდე სპორტულ სექციას,35-მდე ჯგუფს და აერთიანებს 700-ზე მეტ სპორტსმენს.

 

სასპორტო-სკოლის სექციებია:

  • ფეხბურთის სექცია
  • კალათბურთის სექცია
  • რაგბის სექცია
  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექცია
  • ძიუდოს სექცია
  • მძლეოსნობის სექცია
  • კარატეს სექცია
  • ჭადრაკის სექცია
  • მ/ჩოგბურთის სექცია
  • ტაეკვანდოს სექცია
  • ჯომარდობის სექცია
  • მკლავჭიდის სექცია
  • კიკ-ბოქსინგის სექცია
  • კრივის სექცია

 

ზამთრის სპორტის სახეობები

  • სამთო სათხილამურო
  • საციგაო 
  • ბიატლონი
  • ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა
  • ყინულის ჰოკეი- ჯეირანაშვილი გოჩა, ჯეირანაშვილი გიორგი, მინასიანი დავითი.

 

საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი 2013“

საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი 2013“ ჩამოყალიბდა 2013 წელს.

2013 წელს - საფეხბურთო გუნდმა თამაში რეგიონ ლიგაში დაიწყო.

2013-2014 წლებში - რეგიონ ლიგიდან გადავიდა პირველ ლიგაში,სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

2014-2015 წლებში- გუნდმა პირველ ლიგაში, ამჯერად მეორე ადგილი დაიკავა. 

2017 წელს -  გუნდი თამაშობს მესამე ლიგაში და იკავებს მესამე ადგილს.

2017 წლის შემდეგ მოხდა გუნდის ფორმირება და დაკომპლექტთა ფეხბურთელების განსხვავებული შემადგენლობით.

2018 წელს -  გუნდი მესამე ლიგაში თამაშობდა და იკავებდა 4-ე ადგილს.

2019 წელს - გუნდი თამაშობდა მესამე ლიგაში.

2020 წელს - გუნდი თამაშობდა  4-ე ლიგაში და იკავებდა 3-ე ადგილს.

2021 წელს - გუნდი თამაშობს მეოთხე ლიგაში. გუნდმა 2021 წლის სეზონი წარმატებულად დაიწყო და იბრძვის მესამე ლიგაში გადასასვლელად.

2021 წლის შედეგები:

ბორჯომი- სქური (3:0)

სულორი- ბორჯომი (2:0)

ბორჯომი-ეგრისი(4:0)

მარგეტი- ბორჯომი (0:1)

ბორჯომი-იმერეთი (4:2)

საფეხბურთო კლუბი „ ბორჯომი 2013“-ის  შემადგენლობა

  • გიორგი ქუთათელაძე 
  •  დავითი ქიმერიძე
  •  ზაური ქარდავა
  •  ლევანი აბაკელია
  •  ზვიადი ლობჟანიძე
  •  გიორგი ჩიკვაიძე
  •  ნიკა წივწივაძე
  •  ლაშა მჭედლიშვილი
  •  ილია გორდაძე
  •  ვანო კურდღელაშვილი
  •  მამია ტაბეშაძე
  •  გიორგი ძნელაძე
  •  ზურა სადაღაშვილი
  •  ალექსანდე მელიქიძე
  •  დიმიტრი მიქავა 
  •  ბაჩანა ჭედია
  •  დიმიტრი ფასანაძე
  •  ლუკა ვარძელაშვილი

მწვრთნელი - მალხაზ ლაცაბიძე

 

აღსანიშნავია,რომ საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ს  ბავშთა საფეხბურთო გუნდები ჰყავს,რომლებიც იმერეთის ჩემპიონატზე ასპარეზობენ. 2020 წელს, 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელების გუნდი იმერეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.