ტაძრები

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ. სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან  გორი-სამთავისის, ურბნის-რუისის და სურამი-ხაშურის, ჩრდილო-დასავლეთიდან მარგვეთისა და უბისის, აგრეთვე ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, სამხრეთიდან  ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.


დღეისათვის ეპარქიაში არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი მისივე წმინდა ნაწილითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე საუკუნეთა წინათ მომხდურ უსჯულოთაგან მოწყვეტილი მონასტრის ძმობის დათხეული სისხლის კვალი, რომელიც სასწაულებრივად აღბეჭდილა იქ მოჩუხჩუხე ნაკადულში მიმობნეულ ქვებზე, სადაც მტერს ქართველთა სასაკლაო მოუწყვია. მოწამეთა სისხლიანი ქვებისგან დღემდე მრავალი სასწაული აღესრულება. ასევე ქ. ბორჯომში ძველ ტაძარზე სასწაულებრივად გამოსახული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატება, რომელთანაც ღვთის რწმენით მისული სხვადასხვა სენით დაავადებულნი სასწაულებრივად იკურნებიან და სხვ.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:

1. ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი

2. ბორჯომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
3. ახალდაბის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

4. ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია
5. ახალდაბის წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესია
6. ბორჯომის ახალშენის დასახლების წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
7. ბაკურიანის წმინდა გიორგის ეკლესია
8. ყვიბისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
9. ვაშლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია
10. წაღვერის წმინდა ნინოს ეკლესია
11. ქვაბისხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
12. ნეძვის ეკლესია
13. ლიკანის ეკლესია

მონასტრები:

1. ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი:
ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ბ) წმინდა ბარბარეს ეკლესია
2. მწვანე მონასტერი:
ა) წმინდა გიორგის ეკლესია
ბ) წმინდა იოაკიმ და ანას ეკლესია
გ) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია
3. ცემის მამათა მონასტერი
4. სადგერის წმინდა გიორგის დედათა მონასტერი
5. ჭობისხევის წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერი