ინფრასტრუქტურული პროექტები

  • ქ. ბორჯომში წმ.ნინოს ქუჩის N2-ში N1 საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობა.
  • NAT210000004 
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის მოწყობა, მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები დეკორატიული საბაღე სკამებით. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ასევე იგეგმება დეკორატიული გარე განათების ლამპიონების მონტაჟი.
  • იხილეთ ვიდეო-მასალა: სიუჟეტი 

სკვერი1

  • ქ. ბორჯომში რუსთაველის ქ.N51-ში საცხოვრებელი კორპუსის ფასადის და სახურავის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქ.N51ა-ში და N53-ში საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.
  • NAT210000005 
  • ჩატარდება ქალაქ ბორჯომში რუსთაველის ქუჩა N51, N51ა და N53 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. დაგეგმილია, რუსთაველის ქუჩის N51-ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.
  • იხილეთ ვიდეო-მასალა: სიუჟეტი

 ფასადი

 

  • ქალაქ ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე - სანაპიროზე სკვერის მოწყობა.
  • NAT210000621 
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დეკორატიული გრანიტის ფილითა და ბორდიულებით. მწვანე სივრცეში გათვალისწინებულია მცენარეების, ხე-ნარგავების დარგვა, სკვერში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები დეკორატიული საბაღე სკამებით, სანაგვე ურნებით, წყლის დასალევი ბიუვეტით, დეკორატიული გარე განათების ლამპიონებით, ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციის პერგოლისა და ველო ბილიკის მოწყობა.
  • იხილეთ ვიდეო-მასალა : სიუჟეტი

 სკვერი