დასუფთავების სერვისი

        ა(ა)იპ ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური 

       ა(ა)იპ ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, მოედნების, სკვერების, ტროტუარების, სტადიონების, ტრენაჟორების, ფეხით სავალი ნაწილების დაგვა-დასუფთავების სამუშაოებზე. სამსახურის მიერ ხორციელდება საავტომობილო მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა, ასევე მოსახლეობიდან, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ბუნკერებიდან, კერძო სახლებიდან, კერძო საწარმოებიდან, სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა - გადაბელვითი სამუშაოების ჩატარება. დასუფთავების სამსახურის მიერ ხორციელდება  მაღალმთიან  სოფლებში თოვლის  და  ყინულის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოები.

    ა(ა)იპ ბორჯომის დაუსუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელის წევრებიც უზრუნველყოფენ მტკვრის სანაპიროების, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული ტყის ზონების გაწმენდას.

    დასუფთავების სამსახური აქტიურად არის ჩართული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის სალიკვიდაციო-გაწმენდით სამუშაოებში.

     კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტებისა და ბენზინგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს.

დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობს - გიორგი გელაშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია : 599 19 30 20 ან (0367) 22-29-54

ელ. ფოსტა: borjomisdasuptaveba2015@gmail.com