2022-12-14

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

✔️✔️სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: დავით ვარდიაშვილმა,შოთა როსტიაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

✔️✔️ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

✔️✔️ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.

კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთდა, ფეხით სავალი ნაწილის გრანიტის ფილები დაიგო, მოედნის მიმდებარედ სკვერი მოეწყო.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება.

✔️✔️საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დაბა ბაკურიანში ურბანული განახლება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ ქუჩებზე სახლების ღობეების განახლება მიმდინარეობს.

✔️✔️დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სათამაშო მოედნები და ტურისტული ზონები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომლის მეშვეობითაც მოხდება კავშირი ქვედა და ზედა ზონებს შორის.

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტები და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი.

ბაკურიანის ცენტრალური პარკი სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს.

✔️✔️ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...