2022-12-20

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

? დღეს, 20 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა მანჯავიძემ ამავე კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილიც ესწრებოდა.

? საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

▪️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;

▪️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;

▪️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ - დადგენილების პროექტი;

▪️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ - დადგენილების პროექტი;

▪️ სამგზავრო გადაყვანის ტარიფის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ - განკარგულების პროექტი;

▪️ ქალაქ ბორჯომში გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N39 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ - განკარგულების პროექტი.

? შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტისსაკრებულო

 

იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...