2022-12-29

ღვაწლმოსილი პედაგოგის მარგარიტა მაისურაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

?? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ინიციატივით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგის მარგო მაისურაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ვიოლეტა ბალახაშვილმა, ოჯახის წევრებმა, სასულიერო პირებმა, მასწავლებლებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენელმა იუბილარის მიღწევებზე ისაუბრეს და პედაგოგს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან იუბილარს "მეგატექნიკის" 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

საიუბილეო საღამოზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

საიუბილეო საღამოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ფერაძე და ნიკოლოზ კიკნაძე; კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მერის მრჩეველი კულტურის დარგში გიორგი ბუგიანიშვილი ესწრებოდნენ.

მარგო მაისურაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

52 წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის მეორე საჯარო სკოლაში. მას 60 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, უამრავი ჯილდო, სითბო და სიყვარული აქვს მიღებული.

ღვაწლმოსილი პედაგოგის მარგარიტა მაისურაძის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...