ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00 ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლაში სპორტულ წრეებზე სწავლის დაფინანსება გრძელდება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის ინდივიდუალური სახეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს სრულად აფინანსებს სასპორტო სკოლას.
სასპორტო სკოლაში 20 სახეობის (14 ზაფხულის და 6 ზამთრის) სპორტული წრე ფუნქციონირებს.
750-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს, რომ უსასყიდლოდ დაეუფლონ სპორტის შემდეგ სახეობას:
ზაფხულის სახეობები:
ფეხბურთი;
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;
რაგბი;
კარატე;
ჭადრაკი;
კალათბურთი;
მძლეოსნობა;
ძიუდო;
კრივი;
კიკ-ბოქსინგი;
ტაე-კვონდო;
მკლავჭიდი;
მაგიდის ჩოგბურთი;
საერთო ფიზიკური მომზადება.
ზამთრის სახეობები:
სამთო-სათხილამურო;
საციგაო;
ბიათლონი;
ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა;
ყინულის ჰოკეი;
სკი-კროსი.