2023-01-26

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე კომისიისა და ბიუროს სხდომა გაიმართა

? დღეს, 25 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიისა და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართა.

კომისიის სხდომების შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს გეგმიური სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს:

▪️▫️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95

დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▪️▫️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▪️▫️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▪️▫️ „სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

▪️▫️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელწოდების ცვლილების შესახებ;

▪️▫️ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად 2023 წლის 20 იანვრის N19/17230202 რეგისტრირებული პეტიციის განხილვა.

◼️ შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, 12:00 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე კომისიისა და ბიუროს სხდომა გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...