2023-01-30

18-წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო მომსახურებისთვის ერთჯერადად 800-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებით, დადგენილება N95-ის საფუძველზე, 18-წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო მომსახურებისთვის ერთჯერადად 800-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

საკურორტო მომსახურეობა მიეცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო მომსახურეობა განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში ან კერძო გამქირავებელთან 6 დღე-ღამით.

თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული მიღებული მომსახურეობის საფუძველზე.

#სოციალურიპროგრამა

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

18-წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო მომსახურებისთვის ერთჯერადად 800-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...