2023-01-31

ომაზ ჩხეიძე გარდაიცვალა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მწერლის, მხატვრის, ბორჯომის საპატიო მოქალაქის ომაზ ჩხეიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და ბორჯომის საზოგადოებას.

ომაზ ჩხეიძე დაიბადა 1948 წელს 6 ივნისს, ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის N6 სკოლა. ბავშვობიდან ხატავდა. ხატავდა ყოველ წუთს, ყველგან და ყველაფერზე: რვეულში, ფურცლებზე, წიგნებში, კედლებზე, მერხებზე, იატაკზე. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების მრავალგზის წარმატებული მონაწილე.

მან წითელ დიპლომზე დაამთავრა მაშინდელი საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდების მშენებლობის პროფესიით და ჩააბარა ასპირანტურაში მოსკოვში. ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახ. მუზეუმის, გამოფენების დათვალიერების შემდეგ, გაიტაცა ფერწერამ.

პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1988 წ. ბორჯომში, შედეგ თბილისში, საიდანაც მისი 4 ტილო გაიგზავნა მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, სადაც 6000 ექსპონატს შორის ,,გალაქტიონმა“ მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი.

ასევე დიდი წარმატება ხვდა ამ ტილოს 1989 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც უმაღლესი ჯილდო ,,გრან-პრი“მიენიჭა. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ტილოები: ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ილია“, ,,ექვთიმე თაყაიშვილი“, ,,აბესალომ და ეთერი“ და სხვა. ბოლო პერსონალური გამოფენა 2009 წ. დეკემბერში, სამების საკათედრო ტაძარში ჰქონდა, რომელმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

ბატონ ომაზს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გახლეჩილი რწმენა“, ასევე, ,,ჩვენი მესხები“, რომელშიც გაშუქებული აქვს დეპორტირებული მესხთა პრობლემები. ბატონი ომაზი იყო ბორჯომის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს, წარმატებით მონაწილეობდა რესპუბლიკურ და რეგიონალურ ტურნირებში, მის მოსწავლეებს არაერთი მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ დადებული ქვეყნის მასშტაბით.

ომაზ ჩხეიძე გარდაიცვალა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...