ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის და ბიუროს სხდომა გაიმართა

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ ელზა კუჭუხიძემ ამავე კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილიც ესრებოდა.

ასევე, გაიმართა ბიუროს სხდომა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს:

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) უზუფრუქტის უფლებით გადაცემის შესახებ;

? სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

? დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩის) სახელდების შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში რველში, ზანავსა და კორტანეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელდების შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17213586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, პარასკევს, 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის და ბიუროს სხდომა გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...