2023-04-25

დასუფთავების აქცია გაიმართა

?ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ე.წ პლატოს მიმდებარე ტერიტორია. ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა 50-მდე ლოკაცია.

დასუფთავების აქციაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ჩაერთნენ. გარემოსდაცვით ღონისძიებას 150-მდე მონაწილე შეუერთდა.

აღნიშნული აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყანაში აღნიშნავენ. იგი 1970 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და დედამიწაზე სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა.

#დედამიწისდღე

#დასუფთავებისაქცია

დასუფთავების აქცია გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...