ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დგვარში და ჭობისხვებში.
სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში, 1 კმ არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო. პროექტი ითვალისწინებს, სანიაღვრე არხის და ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას.
ხოლო, ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.
ამ დროისათვის გზის დამცავი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია დაიწყება სოფელ დვირში და ქვაბისხევში.
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.
გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.