2023-05-14

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული პოლიტიკის დანერგვა 2030 დღის წესრიგის შესაბამისად.

 

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბერს A/RES/70/1 და 2017 წლის 6 ივლისის A/RES/71/313 რეზოლუციებს. მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მუშაობის შედეგად თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 200 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის).

 

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი თანაზომიერად ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას - ეკონომიკურს, სოციალურს და გარემოსდაცვითს და წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანების და ინდიკატორების ეროვნულ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც საქართველო უზრუნველყოფს ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დაგეგმვას 2030 წლამდე.

https://www.borjomi.gov.ge/ka/content/828/meria

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...

#გაიცანი საკრებულო - გიორგი ფერაძე
2023-05-01
სიახლეები
#გაიცანი საკრებულო - გიორგი ფერაძე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ფერაძემ 2005 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე წელს, ფი...