ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა.
ბორჯომელი ანდრია ლორია ერთ-ერთი იმ ქართველ აბიტურიენტთა შორის, რომლებიც სწავლას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით აგრძელებენ. მან აშშ-ის St.Thomas-ის უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა და ბაკალავრის საფეხურზე სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწორედ ამ უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ანდრია ლორიამ სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტიდანაც მიიღო დადებითი პასუხი, მაგრამ როგორც თავად ამბობს, საუკეთესო შემოთავაზების გამო, აშშ-ის ამ კონკრეტულ უნივერსიტეტზე შეაჩერა ყურადღება.
მან გასული ერთი წელიც შეაჯამა და ისაუბრა იმ გავლილ რთულ გზაზე, რომელიც St. Thomas-ის უნივერსიტეტში სრული დაფინანსების მისაღებად გაიარა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმატებულ მოსწავლეს დიპლომი და პლანშეტი გადასცა.
შეხვედრას საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი, საკრებულოს დეპუტატი და N3 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი და ასევე, საკრებულოს დეპუტატი ვიოლეტა ბალახაშვილი ესწრებოდნენ.
