2023-05-15

#გაიცანი საკრებულო - ნიკოლოზ კიკნაძე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ კიკნაძემ 2009 წელს დაასრულა დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი, ის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2009-2011 წლებში სარაგბო კლუბ „დინამოში“ თამაშობდა, 2011-2012 წლებში კი საფრანგეთში „ახპაჟოლის“ ღირსებას იცავდა.

2012 წელს, ტრავმის მიღების გამო, სპორტული კარიერა დაასრულა და ბიზნესში გადაინაცვლა. ნიკოლოზი 2017 წლამდე სხვადასხვა ბიზნესს კურირებდა.

2017 წელს აქტიური ბიზნეს საქმიანობიდან პოლიტიკაში მოსინჯა ძალები.

2017-2021 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო. აქედან, 2017-2018 წლებში გახლდათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ბორჯომის პატრიოტები“ თავმჯდომარე, ხოლო 2018-2019 წლებში ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. 2019-2021 წლებში კი ფრაქცია „ბორჯომი სიკეთისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ნიკოლოზ კიკნაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქ. ბორჯომის N2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია.

ასევე, ის გახლავთ კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების წევრი.

ნიკოლოზ კიკნაძე არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და კურირებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საბჭოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, ის ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად.

დეტალურ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ კიკნაძის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council

#გაიცანი საკრებულო - ნიკოლოზ კიკნაძე

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...