2023-06-07

ბორჯომში, მეუფე დანიელის ინიციატივით, საჯარო ლექციათა კვირეული გაიმართა

?? საჩხერისა და ჭიათურის, ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფე დანიელის (დათუაშვილის) ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, ბორჯომში საჯარო ლექციათა კვირეული გაიმართა.

საჯარო ლექციაზე თბილისიდან მოწვეულმა ლექტორებმა, თეოლოგებმა - გიორგი გვასალიამ და თემურ ბუაძემ ვრცლად ისაუბრეს ღვთისმსახურების არსზე - რას ნიშნავს ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, რა დანიშნულება აქვს მას საზოგადოებისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია ის პიროვნების ბედნიერებისათვის და მტკიცე საზოგადოების შენებისათვის. ასევე, მათ უშუალოდ ადამიანის დანიშნულებაზეც ისაუბრეს, რისთვის მოევლინა ადამიანი სამყაროს, რა როლი აქვს მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ღვთისმსახურება. რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა და როგორ უნდა მოიპოვოს მარადიული ბედნიერება. პასუხი მარტივია: მსახურებით, რომელიც იწყება ღვთისმსახურებით და აღესრულება მოყვასის მსახურებაში...

აღნიშნულ საჯარო ლექციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

ბორჯომში, მეუფე დანიელის ინიციატივით, საჯარო ლექციათა კვირეული გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...