2023-06-19

#გაიცანისაკრებულო - სალომე თედელური

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარემ სალომე თედელურმა 2012 წელს დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თავისი სპეციალობით დაიწყო და რამდენიმე წელი ემსახურა აღნიშნულ პროფესიას.

სალომე თედელური 2012-2013 წლებში შპს „იოლი სუპერმარკეტში“ ბუღალტერ-ოპერატორი იყო. შემდეგ, მან მუშაობა შპს „ოკეანეში“ გააგრძელა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ბუღალტერის თანაშემწედ მუშაობდა.

2014-2016 წლებში ის შპს „სანდო“  მთავარი ბუღალტერი იყო. 2017-2018 წლებში კი შპს „ჯორჯიან ალიანსის“ ბუღალტერ-ოპერატორი.

2019 წელს მან მუშაობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, სადაც 2021 წლამდე ბუღალტრად მუშაობდა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სალომე თედელური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯომარეა.

ასევე, ის არის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.

2023 წლის მარტიდან სალომე თედელური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეცაა.

მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. ის ყოველთვის მზად არის მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ დასახმარებლად.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯომარის სალომე თედელურის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www. Borjomi.gov.ge-ზე და საკრებულოს ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council

#გაიცანისაკრებულო - სალომე თედელური

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...