2023-06-19

საკრებულოს კომისიებისა და ბიუროს სხდომა გაიმართა

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯომარემ მაკა მანჯავიძემ ამავე კომისიის სხდომა გამართა. ასევე, გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართის კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯომარე ელზა კუჭუხიძე უძღვებოდა.

ამავე დღეს გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა საკრებულოს გეგმიური სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს:

▶️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ყვიბისი, ბეშეთი, ვარდგინეთი) დამისამართების შესახებ;

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ტბა, სადგერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი) დამისამართების შესახებ;

▶️ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი „ტაო“-ს დირექტორის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

▶️ა(ა)იპ ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“-ს დირექტორის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

▶️ა(ა)იპ „ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“-ის დირექტორის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის III კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 20 ივნისს, 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

საკრებულოს კომისიებისა და ბიუროს სხდომა გაიმართა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...