ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები და დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.
„ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სოფელსა და საკურორტო დაბაში გზის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბორჯომისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი" ასრულებს.