2023-07-13

ელზა ხერხეულიძე - 55 წელი თეატრის სცენაზე

ელზა ხერხეულიძე - 55 წელი თეატრის სცენაზე და ბორჯომელი მაყურებლის საყვარელი მსახიობი.

ელზა ხელოვანი ადამიანია, სამსახიობო კარიერის გარდა, ის წერს ლექსებს, ხატავს და თავისი ლექსებისთვის მელოდიებს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ არის, ამბობს, რომ თეატრი მისთვის ყველაფერია. ის არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდა. 12 წლის ასაკში საბავშვო გაზეთ ,,ჯეჯილში" რედაქტორად დაიწყო მუშაობა. 1973 წელს ბორჯომის სახალხო თეატრის რეჟისორმა გიორგი ხმალაძემ მასში სამსახიობო ნიჭი შეამჩნია და სახალხო თეატრში სათამაშოდ მიიწვია. 1988 წელს კი ელზა ხერხეულიძე გურჯაანის სახალხო თეატრში მიიწვიეს, შემდგომ კი გურჯაანის ტელევიზიის ხელმძღვანელი გახდა. 1999 წელს მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ახალგაზრდულ თეატრში "მეტეორი" რეჟისორად იწყებს მუშაობას.

გარდა წარმატებული სამსახიობო კარიერისა იგი ახალგაზრდებს სამსახიობო და სარეჟისორო საქმიანობის შესწავლაში ეხმარებოდა. 2006 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ელზა ბორჯომის თოჯინების პროფესიულ თეატრში მსახიობად მუშაობდა. 55 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა საყვარელ თეატრს და მაყურებელს. რისთვისაც მან ბორჯომელების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დღეს იგი სამხატვრო საქმიანობას ეწევა.
ელზა ხერხეულიძე არაერთი კონკურსის და ფესტივალის გამარჯვებულია. მინიჭებული აქვს საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლის სტატუსი, დაჯილდოებულია სიგელებითა და მედლებით. 

ელზა ხერხეულიძე - 55 წელი თეატრის სცენაზე

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...