2023-08-01

გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ღონისძიება მოეწყო

? 1 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ღონისძიება მოეწყო.

მათთვის ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში არსებული ატრაქციონები უფასო იყო. ასევე, მათ საბაგიროთი გაისეირნეს პლატოს დასახლებაშიც. შემდეგ კი, გადაინაცვლეს სოფელ ჩითახევში, სადაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში - ფრენბურთი, ზიპლაინი, კედელზე ცოცვა, მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთვნენ.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ტაბაწყურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრუშ ირიციანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ არაერთი ღონისძიება დაგეგმილა. აღნიშნული საბჭო მუშაობას მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.

#გენდერულითანასწორობისსაბჭო

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის ღონისძიება მოეწყო

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...