2022-12-21

საკრებულოს გეგმიური სხდომა (დეკემბერი)

გაცნობებთ, რომ 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

განსახილველი საკითხები:

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

▶️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

▶️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

▶️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ.

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ.

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

▶️ „ქალაქ ბორჯომში გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N39 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

▶️ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ.

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 (ხუთი) პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

▶️ „სამგზავრო გადაყვანის ტარიფის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

▶️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის I კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

▶️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის განკარგულებებში ტექნიკური ცვლილების შეტანის შესახებ.

 

საკრებულოს გეგმიური სხდომა (დეკემბერი)

სხვა ანონსი

საკრებულოს გეგმიური სხდომა (აპრილი)
2023-04-24
ანონსი
საკრებულოს გეგმიური სხდომა (აპრილი)

გაცნობებთ, რომ 26 აპრილს ,ოთხშაბათს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს გეგმიური სხდომა. განსახილველი საკითხებია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალოვადი...

საკრებულოს გეგმიური სხდომა (მარტი)
2023-03-23
ანონსი
საკრებულოს გეგმიური სხდომა (მარტი)

გაცნობებთ, რომ 24 მარტს, პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს გეგმიური სხდომა. დეპუტატები განიხილავენ დღის წესრიგით განსაზღვრულ შემდეგ საკითხ...

საკრებულოს გეგმიური სხდომა (თებერვალი)
2023-02-21
ანონსი
საკრებულოს გეგმიური სხდომა (თებერვალი)

გაცნობებთ, რომ პარასკევს, 24 თებერვალს, 12:00 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება, რომე...

5 იანვარს საახალწლო კონცერტი გაიმართება
2022-12-22
ანონსი
5 იანვარს საახალწლო კონცერტი გაიმართება

#ახალიწელი2023 #ახალიწლისდღეები #ბორჯომი 5 იანვარი ბორჯომი, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 15:00 • 15:00 - საზეიმ...