2023-12-22

საკრებულოს სხდომა 22.12.2023

? დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად

განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 (ხუთი) პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

? „დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ საზღვრებში ეკონომიკის

რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის

ავტობუსით მარშრუტების დადგენის, სამგზავრო მარშრუტებზე ტარიფების, ფასდაკლების

სისტემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს N83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლის სამოქმედო

გეგმის დამტკიცების შესახებ;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის I კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე;

?ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის სახელწოდების მინიჭების

შესახებ;

? დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ.

დეპუტატებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცეს, რომლის შესახებაც დეტალურად საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მაია პაიჭაძემ ისაუბრა.

საკრებულოს სხდომა 22.12.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 27.10.2023
2023-10-27
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 27.10.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებ...