2023-02-14

პროექტი "ტერიტორიული რეზერვი"

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბათაძემ, ასეულის სერჟანტმა რამინ ებრალიძემ და ოცეულის სერჟანტმა დავით ჩილინდრიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ტერიტორიული რეზერვის“ განახლებული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

განახლებული პროგრამის შედეგად რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 2500+ ლარის ნაცვლად 4200+ ლარი იქნება. ასევე, ისინი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებენ.

ტერიტორიული რეზერვისთვის რეგისტრაციის გავლა საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის, სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით შეუძლიათ. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი და საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

მოქალაქეები გაივლიან 36-დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა), ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეისწავლიან რეალურ საბრძოლო უნარებს. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ფერაძე და ჯუმბერ კურტანიძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბუთების მიღება მიმდინარეობს ორშ-ხუთ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: ? 591 55 05 68; 577 19 23 90 ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: ?onlinebct.mod.gov.ge

პროექტი "ტერიტორიული რეზერვი"

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა
2023-05-17
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა ბორჯომის N3 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს ანდრია ლორიას უმასპინძლა. ბორჯომელი...