2023-09-22

საკრებულოს სხდომა 22.09.2023

? დღეს, 22 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძეც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

◼️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◼️ დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ;

◼️ დაბა ბაკურიანში „დიდველი“-ს სახელობის ქუჩის გავრცელების არეალის ცვლილების მოწონების შესახებ;

◼️ სოფელ რველში მდებარე იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევისთვის სახელწოდების ცვლილების შესახებ;

◼️ ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების მოწონების შესახებ;

◼️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის IV კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

? ასევე, მათ მოისმინეს:

◼️ ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის გაიოზ დვალიშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

◼️ ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის" დირექტორის ლერი გელაშვილის ანგარიში 2023 წლის ზაფხულის სეზონზე გაწეული მუშაობის შესახებ;

◼️ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელი დირექტორის დავით მუმლაძის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 22.09.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...