telephone
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00დღეს, 22 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძეც ესწრებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების და არსებული სახელწოდების ცვლილების შესახებ;
დაბა ბაკურიანში „დიდველი“-ს სახელობის ქუჩის გავრცელების არეალის ცვლილების მოწონების შესახებ;
სოფელ რველში მდებარე იაკობ გოგებაშვილის ქუჩის I შესახვევისთვის სახელწოდების ცვლილების შესახებ;
ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების მოწონების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის IV კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ასევე, მათ მოისმინეს:
ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის გაიოზ დვალიშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის" დირექტორის ლერი გელაშვილის ანგარიში 2023 წლის ზაფხულის სეზონზე გაწეული მუშაობის შესახებ;
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელი დირექტორის დავით მუმლაძის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.