ტელეფონი
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 23.05.2025
23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:0025 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს გეგმიურ სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები დაამტკიცეს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის N63 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 სექტემბრის N87 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ17.17213586 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის Nგ-17.17233567 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
ასევე, მათ მოისმინეს ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის“ დირექტორის ლერი გელაშვილის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის და 2025 წლის ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.