2025-05-23

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

23 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

?დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები დაამტკიცეს:

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების შესახებ;

☑️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

☑️ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;

? ასევე, მათ მოისმინეს:

☑️ მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ;

☑️ ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შეახებ;

☑️ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლის“ დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

☑️ა(ა)იპ ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა - 23.05.2025

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა 25.04.2025
2025-04-25
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 25.04.2025

25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...

საკრებულოს სხდომა 28.03.2025
2025-03-28
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 28.03.2025

28 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. დეპ...

საკრებულოს სხდომა 21.02.2025
2025-02-21
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 21.02.2025

21 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა....

საკრებულოს სხდომა 24.01.2025
2025-01-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.01.2025

24 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. ს...