telephone
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა 25.04.2025
25 აპრილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:0023 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები დაამტკიცეს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 მარტის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
ასევე, მათ მოისმინეს:
მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში 2024 წელს განხორციელებული და 2025 წელს მიმდინარე პროექტების შესახებ;
ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შეახებ;
ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლის“ დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა(ა)იპ ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.