ტელეფონი
0367 22 44 99ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტიდან 2022 წელს, 2 228 441 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 5 282 ბენეფიციარს გაუწია. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება 701 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც 722 633 ლარი გამოიყო.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დაფინანსება გაიცა სტაციონარულ მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე. ასევე, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.