2022-12-30

2022 წლის სოციალური პროგრამა

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტიდან 2022 წელს, 2 228 441 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 5 282 ბენეფიციარს გაუწია. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება 701 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც 722 633 ლარი გამოიყო.

? სოციალური პროგრამების მიხედვით, დაფინანსება გაიცა სტაციონარულ მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ონკოლოგიურ პაციენტებზე. ასევე, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებმა და სხვა.

? ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.

? პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

#სოციალურიპროგრამები

2022 წლის სოციალური პროგრამა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...