2023-06-20

საკრებულოს სხდომა 20.06.2023

დღეს, 20 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:

? „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ყვიბისი, ბეშეთი, ვარდგინეთი) დამისამართების შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ტბა, სადგერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი) დამისამართების შესახებ;

?ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის III კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მოისმინეს ა(ა)იპ სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი „ტაო“-ს დირექტორის ირაკლი გვენეტაძის , ა(ა)იპ ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“-ს დირექტორის ნინო ბენდელიანის და ა(ა)იპ „ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“-ის დირექტორის ოლგა ოგანეზოვის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 20.06.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...