telephone
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 22.11.2024
დღეს, 22 ნოემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00დღეს, 20 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ყვიბისი, ბეშეთი, ვარდგინეთი) დამისამართების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფლების (ტბა, სადგერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი) დამისამართების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის III კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ასევე, საკრებულოს დეპუტატებმა მოისმინეს ა(ა)იპ სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი „ტაო“-ს დირექტორის ირაკლი გვენეტაძის , ა(ა)იპ ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“-ს დირექტორის ნინო ბენდელიანის და ა(ა)იპ „ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“-ის დირექტორის ოლგა ოგანეზოვის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.