2023-11-24

საკრებულოს სხდომა 24.11.2023

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი

ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/

◾️ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საფუძველზე საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

/მომხს. ო. არბოლიშვილი, მ. პაიჭაძე/

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024-2027) დამტკიცების შესახებ;

/მომხს. ო. არბოლიშვილი, გ. ჩადუნელი/

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების

შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

/მომხს. თ. კიკაძე, მ. მანჯავიძე/

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ;

/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/

◼️ ასევე, მათ მოისმინეს ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელის მარინა რატიანის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 27.10.2023
2023-10-27
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 27.10.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებ...