ტელეფონი
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი
ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საფუძველზე საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
/მომხს. ო. არბოლიშვილი, მ. პაიჭაძე/
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024-2027) დამტკიცების შესახებ;
/მომხს. ო. არბოლიშვილი, გ. ჩადუნელი/
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების
შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
/მომხს. თ. კიკაძე, მ. მანჯავიძე/
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხს. დ. ზაალიშვილი, მ. მანჯავიძე/
ასევე, მათ მოისმინეს ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელის მარინა რატიანის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.