2023-08-23

საკრებულოს სხდომა 23.08.2023

? დღეს, 22 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.

? საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:

◾️ ელექტრონული აუქციონის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით ქონების იჯარით გაცემის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსის მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 26 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების (II ეტაპი) მოწონების თაობაზე;

◾️ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

◾️ ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების მოწონების შესახებ;

ასევე, მათ მოისმინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლა“-ის დირექტორის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიში.

საკრებულოს სხდომა 23.08.2023

ფოტო გალერეა

სხვა საკრებულოს სხდომები

საკრებულოს სხდომა - 23.02.2024
2024-02-23
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა - 23.02.2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...

საკრებულოს სხდომა 26.01.2024
2024-01-26
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 26.01.2024

დღეს, 26 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. საკრებ...

საკრებულოს სხდომა 22.12.2023
2023-12-22
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 22.12.2023

დღეს, 22 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღ...

საკრებულოს სხდომა 24.11.2023
2023-11-24
საკრებულოს სხდომები
საკრებულოს სხდომა 24.11.2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალი...