ტელეფონი
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00დღეს, 22 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები დაამტკიცეს:
ელექტრონული აუქციონის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით ქონების იჯარით გაცემის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსის მარშრუტებისა და სამგზავრო მარშუტებზე ტარიფების დამტკიცების, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებისა და ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი (უფასო) მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2023 წლის 26 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების (II ეტაპი) მოწონების თაობაზე;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების მოწონების შესახებ;
ასევე, მათ მოისმინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლა“-ის დირექტორის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის შესრულების ანგარიში.