2023-03-29

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 4900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, 260 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა გრანიტის ძელურები, ხოლო 344 გრძივ მეტრზე მოეწყობა გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარი. პროექტი ასევე, ითვალისწინებს მიწისქვეშა სანიაღვრე არხის მოწყობას 329 გრძივ მეტრზე.

ამ დროისათვის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი" ასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Photo gallery

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შ...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...