2023-04-03

41 წარჩინებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საბაკალავრო პროგრამების 41 წარჩინებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ.

ფულადი ჯილდო ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.

? ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

? არის საქართველოს მოქალაქე;

? განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;

? არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

? სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

? აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

? ჯილდოს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

? პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

? ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

? ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;

? უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი)

? საბანკო რეკვიზიტები.

#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

#სტუდენტთაწახალისებისპროგრამა

41 წარჩინებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ

სხვა სიახლეები

სიახლეები
ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შ...

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...