2023-05-14
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ზაფხულში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ლურსმანაშვილი ამავე კომისიის სხდომა გამართა.
კომისიის სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კომისიის წევრები, მერიის კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე და რამდენიმე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ზაფხულის სეზონზე განსახორციელებელ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე.
პ.ს მიმდინარე წელს ზაფხულის სეზონი სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული იქნება. დეტალურ ინფორმაციას კი დროთა განმავლობაშ შეიტყობთ.