2023-05-15

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდება შენობის ფასადი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, შენობა გადაიხურა ახალი სახურავით. ასევე, ოთახებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

,,ბორჯომში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს იყო უკვე მოძველებული სივრცე, ამიტომ, მასში სრულად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, ხოლო ძველი კაბინეტური ტიპის ოთახების ხარჯზე მოეწყო თანამედროვე, ღია სამკითხველო დარბაზი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სადაც ასევე, განთავსებულია საბავშვო ლიტერატურის კუთხე“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ.

საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს

სხვა სიახლეები

მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს
2023-05-14
სიახლეები
მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტ...

ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას
2023-05-19
სიახლეები
ოთარ არბოლიშვილი - გილოცავთ სკოლის დამთავრებას

წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლას 300-მდე მეთორმეტე კლასელი ამთავრებს. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ...

დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს
2023-05-19
სიახლეები
დავით ზაალიშვილის მილოცვა აბიტურიენტებს

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დასრულებას! ის რაც თქვენთვის 12 წლის განმავლობაში ყოველდღი...

#გაიცანისაკრებულო - მაკა მანჯავიძე
2023-05-22
სიახლეები
#გაიცანისაკრებულო - მაკა მანჯავიძე

#გაიცანისაკრებულო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა მანჯავიძემ 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ...