2023-07-03

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ძვირფასო აბიტურიენტებო,

დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, დღეიდან ხომ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

წინ ემოციურად დატვირთული დღეები გელოდებათ. იმედი მაქვს, რომ ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, გახდებით სტუდენტები და განათლების მიღებას სასურველ ფაკულტეტებზე გააგრძელებთ. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა და გისურვებთ, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ.

თქვენ ხართ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი თაობა. მე ღრმად მწამს, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთრი თავის რეალიზაციას და დასახული მიზნების მიღწევას. მე კი გპირდებით, რომ ცოდნის მიღების გზაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.

ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ბევრ წარმატებას გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით,

დავით ზაალიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

სხვა სიახლეები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურება
2023-06-30
სიახლეები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის ინიციატი...

ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში ერთჭლოვანი ყვავილები დაირგო
2023-07-04
სიახლეები
ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში ერთჭლოვანი ყვავილები დაირგო

სალვია, ბეგონია, პეტუნია, იმპატიენსი, ტაგეტისი, პორტულაკი - ეს ის ყვავილებია, რომლებიც ა(ა)იპ ,,ბორჯომი გამწვანება–2012"-ის თანამშრომლებმა...

#გაიცანისაკრებულო - ლევან თედიაშვილი
2023-06-26
სიახლეები
#გაიცანისაკრებულო - ლევან თედიაშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა 2007 წელს დაამთავრა...

ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
2023-06-30
სიახლეები
ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 30 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავში...