2025-10-17

ქალაქ ბორჯომის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის IV ეტაპის საჯარო განხილვა

31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფსასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება. დოკუმენტაცია მოიცავს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიასაც.

საჯარო განხილვის დროს ელექტრონულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი ქალაქ ბორჯომის გენერალურ გეგმისა და განაშენიანების გეგმის დოკუმენტები და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.

მოქალაქეები წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენას საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში შეძლებენ - სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №154 ელ. ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge) ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N5).

საჯარო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://drive.google.com/…/1OxyGdwg3COO6E8wV8N3PmZr…

ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავების/განახლების (მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზიის გათვალისწინებით) საპროექტო სამუშაოები, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ა(ა)იპ ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის, 2023 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N167-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000083) საფუძველზე ხორციელდება.

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...